logo
ENG



გზების დეპარტამენტის უფროსის თქმით, "დეზინფორმაციაა, თითქოს, რიკოთი ძალიან საშიშია"

10 აგვ 202320:19
3 წუთის საკითხავი
 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი წერეთელი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ვრცელდება დეზინფორმაცია, "თითქოს, რიკოთი ძალიან საშიშია".

მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილზე მშენებლობა 2024 წელს დასრულდება და "რიკოთი იქნება უსაფრთხო ყველა მოქალაქისთვის".

"ძალიან მოხშირდა ბოლო პერიოდში რიკოთის უღელტეხილზე გარკვეულად დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს, რიკოთი არის ძალიან საშიში. გამორიცხულია რამე კორუფციულ  გარიგებებზე ლაპარაკი და თითქოს, ამ კომპანიებისთვის ამ სატენდერო პირობების მორგება. 2024 წლისთვის რიკოთი სრულად იქნება დასრულებული და მინდა აღვნიშნო, რომ დასრულების შემდეგ რიკოთი იქნება უსაფრთხო ყველა მოქალაქისთვის" - განაცხადა წერეთელმა. 

პარტია ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე რიკოთის მშენებლობაზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს. ხაზარაძის განცხადებით, აუცილებელია შემოწმდეს უსაფრთხოება, მეწყერსაშიში ზონები და ფინანსები.

საავტომობილო დეპარტამენტმა 11 აპრილს, "მცირე ქვათაცვენის გამო, გზების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების" მიზეზით რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალა. 13 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით ამოქმედდა.

 

close დახურვა